• BPM Group
  • მაარიფის საერთაშორისო სკოლა
  • გახსნის ცერემონია

მაარიფის საერთაშორისო სკოლის გახსნა

Events & More-ის მიერ დაორგანიზებული კიდევ ერთი ღონისძიება — მაარიფის საერთაშორისო სკოლის გახსნა. სკოლის შესასვლელი საზეიმოდ, ბუშტების თაღით მოირთო, ხოლო სტუმრებს ოფიციალური შეხვედრა, სიტყვით გამოსვლები და ლენტის გაჭრის ცერემონია დახვდათ.

სკოლის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ომერ ფარუქ იელქენჯერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაისმა.

ასეთი მასშტაბის ოფიციალური ღონისძიება ზუსტ დაგეგმვას მოითხოვს: დროის განრიგს, სტუმრების მიღებას, დარბაზის მოწყობას და გამართულ ტექნიკას. ჩვენი გუნდი ღონისძიების ორგანიზებაზე დასაწყისიდან ბოლომდე იყო პასუხისმგებელი, რათა სკოლის გახსნა საზეიმო ატმოსფეროში ჩატარებულიყო.

ლენტის გაჭრის ცერემონია მაარიფის სკოლაში
სტუმრები მაარიფის სკოლის გახსნაზე

ჩვენ ვუზრუნველყოფთ როგორც ღონისძიების დაგეგმვას, ასევე მის ტექნიკურ მხარდაჭერას — გახსნის ცერემონიიდან კორპორატიულ საღამომდე.

ღონისძიების დასაორგანიზებლად დაგვირეკეთ: +995 555 52 15 52 ან მოგვწერეთ Facebook-ზე.